ბიზნესი
17/12/2020
"აწარმოე საქართველოში" მონაწილეებს პროდუქციის გამოშვების ვალდებულებები შეუმსუბუქდა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მონაწილეებს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვებნი ვალდებულება აღარ ექნებათ.
პროგრამაში ცვლილებები უკვე შევიდა.
„ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონსა და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად აწევთ მეწარმეებს. ჩვენ ვიზიარებთ ამას, რომ თუ ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია, ბუნებრივია, ის მოწადინებულია, გამოუშვას პროდუქცია და მიიღოს უკუგება. მაგრამ პროდუქციის გამოშვება ხშირად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც ცვალებადია, განსაკუთრებით რთულ და კრიზისულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ვამარტივებთ მიდგომას და კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება იქნება მოხსნილი,“ - განაცხადა მინისტრმა.