ბიზნესი
25/10/2021

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება 

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება. მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. 

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, შპს "ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის სასწარმოს შესაქმნელად, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა გარდაბანში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. 

ფოლადის საწარმოში, რომელიც 2 წლის ვადაში შეიქმნება, 3 819 664 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება. 

 

 

Businesspartner