ბიზნესი
21/09/2020

Atabata ბუნებრივი მინერალური ქვების სამკაულის ხაზს გამოუშვებს

საქორწილო აქსესუარების ბრენდი Atabata პანდემიის მიუხედავად, მომხმარებელს ბუნებრივი მინერალური ქვებისგან დამზადებულ აქსესუარებს შესთავაზებს.

კომპანიის დამფუძნებლის თამარ წიკლაურის თქმით, გაუქმებულმა ქორწილებმა სერიოზული ზარალი გამოიწვია, რამაც ახალი მიმართულების დამატებისკენ უბიძგა.

"ეს იქნება საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები და სხვა ნაკეთობები, რაზეც აქამდე არ მიმუშავია. Usaid Yes Georgia-ს ახალგაზრთა მეწარმეთა სკოლაში მიღებული ცოდნისა და შემდგომ უკვე გრანტის დახმარებით მინერალური ქვებით ვქმნი როგორც საქორწილო და სადღესასწაულო თმის აქსესუარებს, ასევე სხვა სახის სამკაულებს. ქვები საოცარ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საუკუნეების განმავლობაში მათში გროვდებოდა ენერგია და ჩემს სამკაულებში მათი დადებითი მუხტი გავაცოცხლე,“– აღნიშნავს თამარ წიკლაური "ბიზნესპარტნიორთან".

მისი თქმით, პარიზის გამოფენაზე რამდენიმე დიდი კომპანიისგან კომპანიას ჰქონდა შეთავაზება, მათი ნედლეულის, ბუნებრივი ქვების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა პანდემიამ აბსოლიტურად შეცვალა ეს გეგმები.