ბიზნესი
22/11/2021

ასოციაცია: საქართველოში საწვავზე აქციზის გადასახადი სომხეთთან შედარებით 2.4-ჯერ მაღალია

საქართველოსთან შედარებით, აზერბაიჯანსა და რუსეთში საწვავის შედარებით დაბალ ფასს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ლოგიკურს უწოდებს.

ასოციაცია ბოლო პერიოდში საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანაში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით სტატისტიკას აქვეყნებს და განმარტავს, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი მსოფლიოში მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი ქვეყნებია.

"ამ ქვეყნებში ფასები ყოველთვის დაბალია ჩვენთან შედარებით, მაგრამ როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი იყიდება საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად.

უნდა დავაზუსტოთ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრაზე) საქართველოს ფასებთან (0,91 ევრო/ლიტრაზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს ამ კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა შემოდის.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ მსგავსად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით ჩვენთან ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფი", - განმარტავს ასოციაცია და არგუმენტად სომხეთი მოყავს, სადაც მათი თქმით, საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებაში 1 ლიტრზე საშუალოდ 0,07 ევროთი ანუ 7,7%-ით იაფია.

მნიშვნელოვანია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია აქციზის გადასახადის სიდიდეზე მიათითებს. 

"სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 400 ლარს/ტონაზე,“ - განმმარტავენ ასოციაციაში.

სად რა ღირს საწვავი ასოციაციის მონაცემებით:

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი - 0,51 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,82 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 0,97 ევროს; დიზელის საწვავი - 0,41ევროს;

რუსეთში -  A-92 მარკის  ბენზინი - 0,57 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,63 ევროს.

საქართველოში -  A-92 მარკის  ბენზინი - 0,84 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,88 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,91 ევრო, დიზელის საწვავი - 0,84 ევროს.

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 0,92 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი -1,04 ევროს , დიზელის საწვავი - 0,91 ევროს;

მოლდავეთში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,04 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,12 ევროს, დიზელის საწვავი - 0,92 ევროს.

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,02 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,06 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1. 13 ევროს, დიზელის საწვავი - 1,02 ევროს;

Businesspartner