ბიზნესი
21/09/2021

Arttime-ში პრემიუმ კლასის საათებზე მოთხოვნა არ შემცირებულა

შვეიცარული საათების მაღაზია Arttime-ში პრემიუმ კლასის საათებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Arttime-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნინა თალაკვაძემ განუცხადა, პანდემიის შედეგად, კომპანიას შემოსავლები დაახლოებით 30%-ით შეუმცირდა, კლება კი ძირითადად, ბიუჯეტურ პროდუქციაზე შეინიშნება.

„2019 წელთან შედარებით, გაყიდვები  ზოგიერთ ბრენდზე 10-15%-ით შემცირდა, თუმცა, ეს ბიუჯეტურ პროდუქციას ეხება, პრემიუმ კლასის და მაღალი საფასო სეგმენტის საათები იყიდება ზუსტად იმ რაოდენობის, რაც პანდემიამდე,“ - აცხადებს თალაკვაძე.

მისივე ინფორმაცით, Arttime-ში საათების ფასები  150 ლარიდან იწყება, რაც შეეხება პრემიუმ მიმართულებას, ამ ხაზზში საათების ფასი 4 000-5000 ლარის ფარგლებშია.

თალაკვაძის ინფორმაცით, ამჟამად, კომპანიის გაყიდვების 10-15% ონლაინ გაყიდვებზე მოდის, ლოქდაუნების დროს კი სწორედ ელექტრონული კომერცია იყო, რამაც კომპანიას თანამშრომლები შეუნარჩუნა.  

ამჟამად, Arttime-ს სულ 8 მაღაზია აქვს, აქედან 7-თბილისში, 1 - ბათუმში. ამაში შედის „სვოჩის“ 1 მაღაზიაც.

Arttime  1999 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ცნობილი შვეიცარიული წარმოების საათებისა და საიუველირო ნაკეთობების იმპორტი და დისტრიბუციაა საქართველოში.მათ შორის,შემდეგი ბრენდების:Balmain, Calvin Klein, Doxa, Flik Flak, Frederique Constant, GaGa Milano, Longines, Maurice Lacroix, Novarese&Sannazzaro, Rado, Raymond Weil, Swatch, TAG Heuer, Tissot, Versace, Versus, Vianna Brazil, Victorinox, Wenger.