არც დამსვენებელია და არც ჯავშნები - ბორჯომის საოჯახო სასტუმრო “ლომი“
ტურისტული სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში უკვე დაწყებულია, თუმცა, არა იმ ტემპით, როგორც ეს გასულ წლებში იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, კერძო სექტორის განმარტებით, პანდემიაა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ბორჯომში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ლომის“ დამფუძნებელი გურამ ლომიძე აცხადებს, 7 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის არც დამსვენებელია და არც მომავალი თვეებისთვის ჯავშნებია.
„ხალხი მაინც თავს იკავებს დასვენებისგან, შარშანაც ასე იყო და წელს უარესადაა ყველაფერი. დამსვენებელი არ ჩანს, შეიძლება რამდენიმე ძველი ტურისტი მოვიდეს, რომლებიც ჩემთან მუდმივად დადიოდნენ. პანდემიამდე ამ დროს ჯავშნები გვქონდა. რაც შეეხება მოლოდინებს, ნეგატიური მაქვს, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს ლომიძე.
მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს მცირე ბიუჯეტი აქვს, კურორტზე მაინც შეკეთებულია გზები, გარე განათების სისტემები და ასე შემდეგ. რაც შეეხება გასართობი ობიექტებს, ძირითადად არის კვების ობიექტები და საბავშვო ატრაქციონები.
„ბორჯომში ჰაერია კარგი, გასართობი რაც არის საბავშვოა,“ - აცხადებს ლომიძე.
საოჯახო სასტუმრო „დასვენება ბორჯომში“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ სეზონი დამსვენებლის გარეშე მიმდინარეობს.