ბიზნესი
12/02/2021

Art Inception Georgia ჰოლანდიური Online Gallery.art-ის პრემიუმ პარტნიორი გახდა

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ Art Inception Georgia ნიდერლანდებში ბაზირებული ონლაინ გალერეა onlinegallery.art-ის პრემიუმ პარტნიორი გახდა, - მხარებბმა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს.

Art Inception Georgia ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომლის მიზანიც ხელოვნების სექტორის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაციაა.

კომპანიის დამფუძნებელი გვანცა კიკალიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ პარტნიორობის ფარგლებში არტისტებს უამრავი ბენეფიტის მიღება შეუძლიათ.

„საშუალება გვაქვს სრულიად უფასოდ, ლიმიტის გარეშე, წარვადგინოთ ქართველი არტისტები ამ პლატფორმაზე, რომელიც საოცრად მზარდი და განვითარებადია. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ნამუშევრების განთავსებას ამ პლატფორმაზე, ასევე სრულ ლოჯისტიკას. მათ შორის, ნამუშევრების დაზღვევას და ტრასპორტირებას დანიშნულების ადგილას. ნამუშევრის გაყიდვის შემთხვევაში, Online Gallery.art–ის მიერ ხდება დაბეგვრა, თუმცა თუ არ გაიყიდება, ათასობოთ ადამიანი მთელი მსოფლიოდან გაიცნობს დამწყები და პროფესიონალი არტისტების შემოქმედებას,“ – აღნიშნა გვანცა კიკალიშვილმა.

Online Gallery.art–ის პლატფორმაზე მხატვრების გარდა შესაძელებელია 8 მიმართულების ხელოვანი ადამიანების ნამუშევრების გამოქვეყნებაც. მათ შორის, ფოტოგრაფების, იუველირების, კერამიკოსების.

„პარტნიორობამდე, საკმაოდ კომპლექსური სამუშაო გავიარეთ, ჰოლანდიაში სწავლის პერიოდში ვიცოდი ამ გალერეას შესახებ. მათი დაინტერესება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და დიდი დრო დაგვჭირდა, რომ დაგვემტკიცებინა მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ხელოვნება, და მისი გაცნობა ევროპისთვის. ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოგვიწია, უნდა გვქონოდა კავშირი ხელოვანებთან, ასევეე საკმაოდ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი კვალიფიკაცია, როგორც ამ სფეროში, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ Art Inception Georgia არ ოპერირებს მხოლოდ საქართველოში. უკრაინელი არტისტების წარმდგენიც ვქნებით და ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების. მსგავსი ონლაინ გალერეა მსოფლიოში ბევრია, თუმცა ეს კონკრეტული გამოირჩევა მისი დემოკრატიულობით, ფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დამწყებ არტისტებსაც უთმობს სივრცეს,“ – აღნიშნა Art Inception Georgia–ს დამფუძნებელმა.

Businesspartner