ბიზნესი
07/09/2022

არის თუ არა სადაზღვევო ინდუსტრიის ვაკანსიები "შეურაცხმყოფელი" - დავით კენჭაძის შეფასება

სოციალურ ქსელებში პერიოდულად ჩნდება განცხადებები და კომენტარები საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების პირობებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რეზონანსული განცხადება ვიდეოჩანაწერის სახით ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

„დიქეი კაპიტალის“ დირექტორი დავით კენჭაძე, რომელიც თავადაც მართავს დასაქმების საიტს (motivation.ge), ამბობს, რომ ქართული კომპანიების შემთხვევაში არცთუ იშვიათად პრობლემაა სამუშაო პოზიციის შექმნისას, რადგან ხშირად ეს ვაკანსია არაა საინტერესო სამსახურის მაძიებლისთვის. კენჭაძის თქმით, კომპანია ყიდის ვაკანსიას, შესაბამისად, ის ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ამ პროდუქტის გაცნობისას ადამიანს უნდა მოუნდეს კომპანიასთან მისვლა.

„მაგალითად, როცა სამუშაოს მაძიებლებისგან ითხოვენ მომხმარებელთან კომუნიკაციას, ანგარიშების წერას, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას და ა.შ. ეს არაა სწორი. კომპანიამ უნდა გაწეროს მთავარი - შედეგი, რომლის მიღებაც სურს, და ის ფინანსური შეთავაზება, რომელიც ამ შედეგს მოსდევს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კომპანიების მიერ გამოგზავნილი ვაკანსიების ნაწილს არ ვათავსებთ ჩვენ საიტზე. მაგალითად, გვაქვს პრინციპი, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისგან ითხოვს სრულ სამუშაო გრაფიკს, ის მას შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, თვეში 1000 ლარი მაინც გამოიმუშავოს. რაც შეეხება დასაქმების მსურველების მოლოდინებს და ხშირ შემთხვევაში პრეტენზიებს, გააჩნია ქეისს, თუმცა თქვენს მიერ ნახსენები, დაზღვევის შემთხვევაში სპეციფიკა ისაა, რომ ის გამომუშავებაზეა მიბმული. ამ სფეროს თავისებურება ისიცაა, რომ მუშაობის დაწყებიდან პირველ 2 წელიწადში სადაზღვევო აგენტი დიდ შემოსავალს არ უნდა ელოდოს (განსხვავებით მაგალითად უძრავი ქონების აგენტისგან), თუმცა თუკი ის ორიენტირებული იქნება კლიენტურის ზრდაზე და მონდომებით იმუშავებს, მისი ანაზღაურება თვეში შესაძლოა 10-15 ათას ლარამდეც ავიდეს და ასეთი შემთხვევები სადაზღვევო ინდუსტრიაში ბევრია. არაერთ წარმატებულ აგენტს კომპანიის მენეჯერზე მეტი შემოსავალი აქვს. ესაა დაზღვევის სპეციფიკა და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა,“ - აცხადებს დავით კენჭაძე.

კომპანიების მიმართ მისი მთავარი რეკომენდაციაა, იზრუნონ ახალი კადრების ზრდაზე, რისთვისაც უნდა შექმნან ტრენინგ-ცენტრები კომპანიის შიგნით, რასაც შესაძლოა ონლაინ-ფორმატი ჰქონდეს.

„დღევანდელ ეპოქაში ცოდნა არაა ფული. მთავარი უნარებია, რომელთა შესაძენად  გარკვეული ეტაპები  უნდა გაიაროთ,“ - აღნიშნავს კენჭაძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023