ბიზნესი
26/07/2022

"არემჯიმ" Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2022-ს უმასპინძლა რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ისაუბრებეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.

,,არემჯი’’, რიგით მე-6 𝗚𝗿𝗲𝗲𝗻 𝗕𝘂𝘀𝗶𝗻𝗲𝘀𝘀 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝟮𝟬𝟮𝟮-ის გენერალური სპონსორი და ღონისძიებაზე ბოლნისური ღვინოების ოფიციალური წარმდგენიც იყო. კომპანიის დირექტორის მოადგილემ გადრემოსდაცვით საკითხებში, ალექსანდრე დევიძემ,  ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.

,, ,,არემჯი, მწვანე ბიზნესის ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. დამსწრე საზოგადოებას, 2017-2022 წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული 100-მდე ღონისძიება და მისი შედეგები წარვუდგინეთ. ფორუმის მონაწილეებს, გავაცანით კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების სამომავლო გეგმებიც - გარემოსდაცვითი პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელიც კომპანიას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას შეუწყობს ხელს.’’ - აცხადებს, ალექსანდრე დევიძე, დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023