ბიზნესი
13/09/2022

"არემჯი" სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"არემჯი" სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

"მუშევანის ლიცენზიას „არემჯი“ ფლობს 2011 წლიდან. შესაბამისი სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ, ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვან განვითარებას მოუტანს სოფელ მუშევანს და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.

ვფიქრობთ, სწორედ ამ პერსპექტივის დასაცავად გამოვიდა დღეს მუშევანის მოსახლეობა და პასუხი გასცა იმ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის გაჩერებას.

მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი სურვილია კომპანიის განვითარებას თან ახლდეს ახლო მდებარე სოფლებისა და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება. კომპანია ემიჯნება ყველანაირ დაპირისპირებას და მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023