ბიზნესი
01/07/2021

"არდი" სადაზღვევო ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდის მფლობელია

26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

2000-მდე სხვადასხვა დარგის მაღალი დონის სპეციალისტის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში სადაზღვევო ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდად - სადაზღვევო კომპანია არდი დასახელდა.

„იყო „ოქროს ბრენდი“ ჩვენთვის ერთი მხრივ საპატიო ჯილდოა, მეორე მხრივ კი დამატებითი პასუხისმგებლობა. ვფიქრობთ, რომ ეს ტიტული პირველ რიგში თითოეული არდელის დამსახურებაა, რომლებიც გამოხატავენ ბრენდის ხასიათსა და მისწრაფებებს, დავდაუზოგავად შრომობენ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ქმნიან კომპანიას, რომელიც გამორჩეულად უყვარს მომხმარებელს და კარგად იაზრებენ, რომ განვითარება დაუსრულებელი პროცესია. არდი არის ისეთი, როგორებიც არდელები ცალ-ცალკე და ერთად. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენს დაზღვეულებსა და პარტნიორებს, რომლებიც სწორად აფასებენ მიღებულ მომსახურებას, გვიბრუნებენ ადეკვატურ უკუკავშირს და უდიდესი წვლილი შეაქვთ არდის ზრდასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ ისინიც არდელები არიან, ჩვენი დიდი და მეგობრული გუნდის გამორჩეული წევრები. არდის შექმნის დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შეგვექმნა საუკეთესო სადაზღვევო გამოცდილება და შეგვეტანა ჩვენი წვლილი არამხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ ქართული სადაზღვევო ბიზნესის განვითარებაში; მიგვეწოდებინა არდის მომხმარებლისთვის არამხოლოდ სერვისი, არამედ ის, რაც რიცხვებში არ ჩანს, ისეთი არამატერიალური ღირებულებები, როგორიცაა: თანადგომა, მეგობრობა, პასუხისმგებლობის გაზიარება და სხვა ადამიანური დამოკიდებულებები; შედეგად, ჩვენ შევქმენით დაზღვევა, რომელშიც მოხმარებელი დაუნანებლად იხდის თანხას და ზუსტად იცის, რომ მიღებული მომსახურება სადაზღვევო პრემიაზე მეტია. სწორედ ამ მიდგომით, ვფიქრობთ, რომ არდიმ მოახერხა და საკუთარი წვლილი შეიტანა დაზღვევის, როგორც პროდუქტის პოპულარიზაციაში, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაში და მომსახურების დახვეწაში. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და ყოველთვის იარსებებს არდისთან ერთად.“ ასე აფასებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას არდის ისტორიაში კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი - თეონა გოდერიძე.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული ვინაიდან ის კიდევ უფრო ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.

Businesspartner