ბიზნესი
06/10/2021
არჩილ ჯაყელი: დეველოპერულ სექტორში პროფესიონალი კადრების დეფიციტია
დეველოპერული კომპანია “ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ სექტორში პროფესიონალი კადრის დეფიციტზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ამის ორი მიზეზი არსებობს, პირველი - კადრის საზღვარგარეთ გადინება და მეორე - წარმატებული და მშრომელი ადამიანის მხრიდან საკუთარი საქმის წამოწყება.
„მუშა-ხელზე სერიოზული პრობლემაა. ასევე ნაკლებობაა მენეჯერების, ინჟინრების, პრარაბის, უსაფრთხოების ოფიცრების. საქართველოში თითზე ჩამოსთვლელია ისეთი კადრი, რომელიც უსაფრთხოებას მართლა ნორმალურად გაართმევს თავს,“ - აცხადებს ჯაყელი.