ბიზნესი
03/09/2021

არასტანდარტულ ვაშლს საწარმოები 10 სექტემბრიდან ჩაიბარებენ

ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

ვაშლის ჩაბარების მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს.

1 კგ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიას 10 თეთრს მიიღებენ თუ მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, მინიმუმ 22 თეთრად შეისყიდიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და საკოორდინაციო შტაბის წევრებს ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ და ვაშლის ჩაბარების დეტალები განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020