ბიზნესი
04/02/2021

არ ველოდით შეზღუდვების ასე სწრაფად მოხსნას - ბარი "შადრევანი"

ბარი „შადრევანის“ მმართველი მენეჯერი მთავრობის გადაწყვეტილებას კვების ობიექტების ღია სივრცეში ფუნქციონირების შესახებ დადებითად აფასებს.

"სიმართლე გითხრათ ყველაფრის მიუხედავად არ ველოდით ასე სწრაფად შეზღუდვების მოხსნას. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ეს გადაწყვეტილბა, რადგან აქამდე ვერც გატანის სერვისზე ვმუშაობდით და ფაქტობრივად სულ გაჩერებული ვიყავით. ახლა უკვე განახლებულ ღია სივრცეში ველოდებით მომხმარებლებს", – აღნიშნავს თამარ სულთანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდმაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.