ბიზნესი
26/11/2020

“არ ველოდით ასეთ მკაცრ შეზღუდვებს“ -“მარანი ჰოლი“

მთავრობის მიერ სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს „ბიზნესპარტნიორთან“  მცხეთაში მდებარე რესტორან „მარანი ჰოლის“ დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე აფასებს. მისი ინფორმაციით,სარესტორნო  ბიზნესისთვის მსგავსი შეზღუდვა დიდი დარტყმა იქნება. 

„არ ველოდით ასეთ მკაცრ შეზღუდვებს. ლოკდაუნი დიდი პრობლემაა ჩვენი სფეროსთვის, ბევრი რესტორანი ამას ვერ გაუძლებს. 2 ობიექტი მაქვს, საიდანაც ვაპირებ რომ 1 ვამუშაო გატანის სერვისზე. პრობლემები იქნება, თუნდაც თანამშრომლების შენარჩუნების მხრივ, მაგრამ ვეცდებით სპეციალური გრაფიკით მოვახერხოთ მათი შენარჩუნება. უნდა ვცადოთ, სხვა გამოსავალი არ არის. კანონის შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას და იმედია, შევძლებთ მოვერგოთ ახალ რეგულაციებს.“– აღნიშნავს მალხაზ ნუცუბიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

 

Businesspartner