ბიზნესი
16/12/2020

არ გვინდა ვიფიქროთ,რომ 24 დეკემბრიდან  მოლების გახსნას რაიმე ემუქრება - “რითეილ გრუპ ჯორჯია“

„არ გვინდა ვიფიქროთ,რომ 24 დეკემბრიდან  სავაჭრო ცენტრების გახსნას რაიმე ემუქრება.“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა განუცხადა. რეზო მაღალაშვილის განმარტებით, სექტორს საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მთავრობასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

„ჩავთვალეთ, რომ ის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც დეკემბრის ბოლო კვირაში გავიხსნებოდით, რჩებოდა მოცემულობად. ველით, რომ 24-დან გავიხსნებით. ბოლო ერთი კვირა წარმოუდგენელია რომ არ მოგვეცეს მუშაობის საშუალება, ეს არის სწორედ ის კვირა, რომელიც დეკემბერში პერსონალისთვის ხელფასების გაცემისთვის არის აუცილებელი.

სავაჭრო ცენტრების გახსნის გაუქმება გამოიწვევს დიდ ფინანსურ ზიანს. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ თუნდაც მკაცრი შეზღუდვების ფონზე არ მოხდეს ჩვენი გახსნა.“-განმარტა რეზო მაღალაშვილმა.

მისივე განმარტებით, სექტორს აქვს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ ნაკადები.

„ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს როგორ გადავანაწილოთ ტრაფიკი და გვაქვს ის ბერკეტები, რომ არ შევქმნათ პიკური პერიოდები. მაგალითად, ვაპირებთ შედარებით ადრე, რვა საათიდან მუშაობის დაწყებას, ამ და სხვა ქმედებებით ვეცდებით გადავანაწილოთ ხალხის ნაკადი“-აცხადებს მაღალაშვილი. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი უახლოეს დღეებში სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს. მთავარი განსახილველი თემა კი 24 დეკემბერს შეზღუდვების შესაძლო მოხსნა იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022