ბიზნესი
01/12/2021
"ანტრემ" ბაქოში მეექვსე ფილიალი გახსნა
რესტორანმა და საცხობების ქსელმა „ანტრე“ აზერბაიჯანში, კონკრეტულად კი ბაქოში მეექვსე ფილიალი გახსნა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" „ანტრეს" მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა, ბაქოში გაფართოება ბაზარზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
"ფილიალის გახსნაში 250 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კონკრეტულ ობიექტზე 6 ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ, ვფიქრობთ ბაქოს მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას," - აცხადებს მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, „ანტრე" ბაქოში 5 კაფით იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება თბილისს, კომპანია საქართველოში 14 ფილიალის მფლობელია. "ანტრეს" ფილიალი ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-შიც არის წარმოდგენილი.