ბიზნესი
14/07/2022
"ანტრე" ლონდონში მესამე ფილიალს ხსნის
რესტორანების და საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში მესამე ფილიალს მომავალ კვირაში გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.
"ანტრეს" ინფორმაციით, ახალი ფილიალი ბაკინგემის სასახლესთან (28 Buckingham) გაიხსნება.
როგორც ცნობილია, „ანტრე" საქართველოში 14 ფილიალის მფლობელია.
კომპანიის კვების ობიექტი ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-ში და ბრუტონის N35-იცაა წარმოდგენილი. „ანტრე“ რამდენიმე რესტორანს ფლობს ბაქოშიც.