ბიზნესი
02/12/2021

"ანტრე" 2022 წელს ლონდონში კიდევ 3 ფილიალს გახსნის

რესტორანების და საცხობების ქსელი „ანტრე“  2022 წელს ლონდონში მინიმუმ 3 ფილიალს კიდევ გახსნის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია აქტიურად განაგრძობს ქსელის გაფართოებას, მათ შორის პრიორიტეტი ბაქო და ლონდონია. „ამ ეტაპზე სხვა ქვეყანაზე არ ვფქირობთ,“ - აცხადებს მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, ,„ანტრე"  საქართველოში 14 ფილიალის მფლობელია.

კომპანიის კვების ობიექტი ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-შიც არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ბაქოს, „ანტრე“ აღნიშნულ ქვეყანაში 6 რესტორანს ფლობს.

Businesspartner