ბიზნესი
24/09/2020

"ანსასი" ბაზარს სიახლეებს სთავაზობს - USAID-ის დახმარებით შექმნილი წარმატების ისტორია

კომპანია "ანსასი" ბაზარზე ნატურალური აბრეშუმის პიჟამოების, ქალის თეთრეულის, ქუდებისა და ბალიშის პირების გამოტანას გეგმავს.

კომპანია 2 წლის წინ 26 წლის ანა სარალიძემ შექმნა და ახალგაზრდა მეწარმე ქალის წარმატების ისტორია USAID-ის დახმარებით შეიქმნა.

„ანსასის“ დამფუძნებელის ანა სარალიძის თქმით, მეწარმეთა სკოლაში მიღებული ცოდნა მეწარმეობის განვითარების კუთხით, ბრენდის განვითარებაში დაეხმარა. 

„ანსასი“ არის მოგზაურობისა და ძილის მოყვარულებისთვის შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარების, კერძოდ კისრის ბალიშების, თვალის ნიღბებისა და თმის სამაგრების ონლაინ მაღაზიაა. ბრენდის მიზანია მოერგოს მომხმარებელთა სურვილებს და შეუქმნას მათ მაქსიმალური კომფორტი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი ისაა, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს ნებისმიერი გრავირება წარწერისა თუ ილუსტრაციის სახით, რათა განსაკუთრებული ნივთების ქონის საშუალება მიეცეთ ან სურვილისამებრ საყვარელ ადამიანებს გაუკეთონ დასამახსოვრებელი საჩუქრები. საზაფხულოდ დაემატა საპიკნიკე პლედების არჩევანი, ახლო მომავალში კი იგეგმება ნატურალური აბრეშუმის პიჟამოების, ქალის თეთრეულისა, ქუდებისა და ბალიშის პირების დამატება,“–აღნიშნავს ანა სარალიძე.

ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ქალაქში გამართულ ქუჩის და საშობაო მარკეტებზე, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს „ანსასი“–ის პროდუქცია.

 

 

Businesspartner