ბიზნესი
04/03/2021

ანაკლიის კონსორციუმის იურისტი: ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის

„ნამდვილად არ მოველით, რომ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის უფლებადამცველმა, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.

ქეთი ქვარცხავას განმარტებით, ანაკლიის პორტი თავისი ნეგატიური წარსულით, როგორც აქტივი არის ტოქსიკური.

„ანაკლიის პორტს, როგორც აქტივს უკვე აქვს თავისი ისტორია. ამ ისტორიის მანძილზე უკვე გამოჩნდა ათეული ეპიზოდი, როდესაც მთავრობამ გამოავლინა ნეგატიური დამოკიდებულება პროექტის მიმართ. საკუთარი მოქმედებებით თუ პროექტის მიმართ უნდობლობით. მათ ეჭვის ქვეშ დააყენეს როგორც პროექტის ეკონომიკური სარგებელი ისე ინვესტორის მოძიების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყველას მოეხსენება, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ორი საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს და თავად აქტივი არის ტოქსიკური. მას აქვს ნეგატიური ისტორია. ასე რომ არ მოველით, რომ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის,“-განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადების სამუშაოებს განახორციელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022