ბიზნესი
26/01/2022

ამბროლაურის აეროპორტი სერტიფიცირებულია

აეროდრომის მიმართულებით  რესერტიფიცირება ამბროლაურის აეროპორტმაც წარმატებით გაიარა. შედეგად დასრულდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი აეროპორტების სერტიფიცირების პროცესი.

ამბროლაურის განახლებულმა აეროპორტმა, რომელიც იანვარში 5 წლის გახდა, სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

მანამდე რესერტიფიცირება წარმატებით გაიარეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადმა ქუთაისის საერთაშორისო და მესტიის ადგილობრივმა აეროპორტებმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ამბროლაურის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია -  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი  არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია  ამოწმებს და ადგილზე აფასებს  აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს  რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან.

სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება. საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამბროლაურის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023