"ამბასადორი მეღვინეობა" კაჭრეთში ღვინის ქარხნის გაფართოებას მალე დაასრულებს
„ამბასადორი მეღვინეობა“ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში ღვინის ქარხნის გაფართოებას მალე დაასრულებს. როგორც „ამბასადორი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქარხნის სამშენებლო სამუშაოები.
მათივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ქარხანა უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება და უფრო დიდი მასშტაბით დაიწყებს საექსპორტო ღვინის წარმოებას.
ქარხანა, რომელიც იტალიელი სპეციალისტებმა დააპროექტეს, 5000 მ2-ზეა განთავსებული, წლიური წარმადობა კი 800 000 ბოთლის ჩამოსხმაა.
“ამბასადორის“ ღვინოები განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ისე საექსპორტო ბაზრებისთვის, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და დასავლეთში ახალი პარტნიორების მოძიებაზე.
კომპანიის ინფორმაცით, „ამბასადორი მეღვინეობის“ ღვინოები „მეღვინეობა ქებურიას“ სახელით იწარმოება.