ბიზნესი
14/04/2022

"ამბასადორი ჯგუფის" საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს 2023 წლიდან მიიღებს

„ამბასადორი ჯგუფის“ საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს 2023 წლიდან მიიღებს.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, "ამბასადორი კაჭრეთის“  კომპლექსის ტერიტორიაზე ცენტრის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

6000 მ2-ზე განთავსებული საგანმანათლებლო ცენტრი გათვლილი იქნება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებზე. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბუთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს.

რა სახელით დაიწყებს ცენტრი ოპერირებას ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში“ არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს დეტალი ცნობილი ცენტრის პრეზენტაციისას გახდება.

„ამბასადორი ჯგუფი“ აღნიშნულ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.