ბიზნესი
25/08/2022

"ალტერსოქსმა" მაღაზიათა ქსელის გაფართოება დროებით გადადო

წინდების მწარმოებელ ქართულ კომპანია „ალტერსოქსის“ საინვესტიციო გეგმები დროებით გადაიდო.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ვინაიდან კომპანია მუდმივად ზრდაზე და სიახლეებზეა ორიენტირებული, დაგეგმილი ჰქონდა როგორც მაღაზიათა ქსელის გაფართოება და რეგიონებში გასვლა, ისე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა.

მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში და რეგიონში არსებული ვითარება არ იძლევა სტაბილურობის შეგრძნებას, რაც რეინვესტირების გადაწყვეტილებას აფერხებს.

როგორც ბესელაშვილი აცხადებს, დღეს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საკმაოდ შემცირებულია.

„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, თუმცა, გაზრდილი ხარჯის გამო მოგება დრამატულად შემცირებულია.

შეგახსენებთ, "ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალერსოქსი“ თბილისის ბაზარზე 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023