ბიზნესი
23/08/2022

"ალტერსოქსის" წინდები იტალიის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია

წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია „ალტერსოქსი“ იტალიის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სიცილიაში „ალტერსოქსის“ რამდენიმე საკმაოდ  დიდი პარტია იქნა გაგზავნილი.

„სიცილია, ეს იყო ყველაზე მსხვილი ექსპორტი, რაც აქამდე განგვიხორციელებია, თუმცა ჩვენ და ჩვენს პარტნიორს მომავალი წლისთვის, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს.  გარდა ამისა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინელი დიზაინერის ნამუშევრების მიხედვით შევქმენით წინდები, რომლის პირველი პარტიაც ახლა გაიგზავნება ამერიკაში და გაიყიდება საქველმოქმედო მიზნებით, უკრაინელების მხარდასაჭერად. კამპანიის ფარგლებში, გეგმაშია 10,000-მდე წყვილის გაგზავნა“ - აცხადებს ბესელაშვილი.

„ალტერსოქსის” პროდუქცია 15-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში. კომპანიის მიერ წარმოებული წინდები გერმანულ Amazon-ზე, წინდების ერთ-ერთი კატეგორიის ბესტსელერია.

გარდა გერმანიისა, ალტერსოქსს“ მომხმარებლები ჰყავს საფრანგეთის ბაზარზეც, სადაც ბრენდი  ფრანჩაიზის სახით 2 წლის წინ შევიდა.

„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, თუმცა, გაზრდილი ხარჯის გამო მოგება დრამატულად შემცირებულია.

შეგახსენებთ, "ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალერსოქსი“ თბილისის ბაზარზე 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს 1 ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023