ბიზნესი
30/09/2021

"ალმა" გიგა ბოკერიას მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს

შპს „ალმა“ ა.წ. 29 სექტემბრის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას საჯარო განცხადებას ეხმიანება, რომელიც  სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო ბანერების განთავსებას ეხება. 

კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება, კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე.

აღნიშნულის თაობაზე, კომპანია „ალმამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.

ოფიციალურ წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ალმა“ და მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ გარე რეკლამის განთავსების მომსახურების სფეროში და კომპანია კვლავაც გამოთქვამს ინტერესს ასეთი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სრულიად სცილდება "ალმას" კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აცხადებენ შპს „ალმაში“.