ბიზნესი
02/09/2021

ახალი საბავშვო ბრენდი "ბენირე" გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს

“ბენირე“ პანდემიის დროს შექმნილი ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ნატურალური ქსოვილისგან შექმნილ საბავშვო ტანსაცმელს სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებელი კესო გულუას თქმით, ბრენდი ბაზარზე 2 ივნისს გამოჩნდა და ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ მაღაზიის საშუალებით ხდება.

"პანდემიის შედეგად ონლაინ გაყიდვები მეტად პოპულარული და საჭირო გახდა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, რამაც ძალიან შეუწყო ხელი სხვადასხვა საინტერესო იდეების განხორციელებას. ოჯახური ბიზნესის დაწყების ინსპირაცია ჩვენი შვილი კატო იყო და ბრენდის სახელიც მას უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე სულ ახლახანს გამოვჩნდით, შემიძლია ვთქვა, რომ პროექტმა გაამართლა და საბავშვო სამოსზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით.

კონკურენტებისგან პირველ რიგში დამახასიათებელი სტილი გამოგვარჩევს. სამოსი ადგილობრივი ნედლეულით იქმნება, 100%-ით ნატურალურ ქსოვილს ვიყენებთ. რეალიზაცია ხორციელდება სოციალური ქსელების დახმარებით, ამ ეტაპზე ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს, სამომავლოდ ვგეგმავთ. სამოსი მხოლოდ საქართველოს ბაზარზე იყიდება, ჯერჯერობით ექსპორტზე გატანა არ განიხილება", –აღნიშნავს კესო გულუა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ბენირეს“ სამომავლო გეგმებშია გაფართოება, წარმოების გაზრდა და შოურუმის მოწყობა, სადაც მომხმარებელი პროდუქტის რეალურად აღმას და დათვალიერებას შეძლებს, არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

"თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა აუცილებლად მივიღებთ. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა,“ –აცხადებს “ბენირეს“ დამფუზნებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020