ბიზნესი
28/06/2021

ახალი მოთამაშე მინერალური წყლის ბაზარზე - "კოკოტაური" 1 თვეში წარმოებას განაახლებს

4 წლიანი პაუზის შემდეგ, შპს „კოკოტაური" წარმოების აღდგენას ივლისში გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შერვაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანა ამ დროისთვის გაჩერებულია, მიმდინარეობს საბადოდან ქარხანამდე მისაასვლელი ახალი ხაზის მონტაჟი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

მისი ინფორმაცით, მას შემდეგ რაც წარმოება განახლდება, კომპანია დღიურად 5000 -6000 ბოთლ „კოკოტაურს“ ჩამოსხამს და რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე მოახდენს. მათ შორის, უკრაინაში.

შპს „კოკატაური" ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მდებარეობს. კომპანია რუსულ-ქართული კაპიტალითაა შექმნილი. მინერალური წყალი "კოკოტაური" საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას აუმჯობესებს. ასევე რეკომენდებულია ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ინფექციური ჰეპატიტის, ქრონიკული მიმდინარეობის პანკრიატიტების დროს.