ბიზნესი
28/12/2021

ახალი ბრენდები და მასშტაბური პროექტი - "გალერია თბილისის" 2022 წლის გეგმები

„გალერია თბილისში“ 2022 წელს ახალი ბრენდების შემოსვლა განიხილება. როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მომავალი წლისთვის კომპანია ახალი, მასშტაბური პროექტის განხორციელებასაც გეგმავს.  

დამატებით დეტალებზე „გალერია თბილისში“ ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მომხმარებელი კომპანიისგან არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ფართებზე მოთხოვნა, პანემიის მიუხედავად, ისევ მაღალია.

„გალერია თბილისში“ 2021 წელს გაყიდვების მზარდი დინამიკა იყო. მეტიც, რეალიზაციის მაჩვენებლით კომპანია 2019 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა.

„გალერია თბილისში“ აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა წელს პოსტ პანდემიურ პერიოდში იყო რეგულაციების დაცვა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამის ფონზე კი რეალიზაციის ზრდა.

„ვფიქრობთ გავართვით თავი ამ გამოწვევას, შვედურმა კომპანია Safe Asset Group-მა მოგვანიჭა COVID 19-ის რეგულაციებთან შესაბამისობის სერთიფიკატი, რაც სავაჭრო ცენტრში ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეგულაციების მაღალ დონეზე დაცვას და უსაფრთხო გარემოს გულისხმობს,“ - აცხადებენ „გალერია თბილისში“.