ბიზნესი
27/03/2023

აგროსფეისი: ქართული მარწყვი იმპორტირებულზე ძვირია, მაგრამ მისი გაყიდვები მუდმივად იზრდება

იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ქართული მარწყვი მაინც მოთხოვნადია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისის” თანადამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ განუცხადა, ქვეყანაში გაზრდილია, ზოგადად, ქართული ნაწარმის მიმართ სანდოობაც.

„თუ ადრე ქართულს საერთოდ არ ყიდულობდნენ, ახლა პირიქით - საქართველოში წარმოებული პროდუქტი ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რასაც ქართული ნაწარმის ხარისხი განაპირობებს“,- აღნიშნა ნუცა სალუქვამძემ.

„აგროსფეისის” თანადამფუძნებელმა  მარწყვის ფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში მარწყვის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ 1 კილოგრამის ჩასაბარებელი ფასი 25 ლარია, მაშინ როდესაც თურქეთიდან იმპორტირებულის ჩასაბარებელი ფასი 2 ლარს (1 კგ)  შეადგენს. 

„ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. თუმცა, ქართული მარწყვის ხარისხი იმპორტირებულს ბევრად აღემატება და სწორედ ამიტომ, მისი გაყიდვები მარტივად მიმდინარეობს. ქართული პროდუქტი არ არის გზაში ნამყოფი, არ არის შეწამლული, არის აბსოლუტურად ბიო და შეგიძლია თვეების ბავშვსაც დააგემოვნებინო. ხარისხის მაღალი ნიშა გვიჭირავს, ფასიც შესაბამისი გვაქვს“, - განმარტავს ნუცა სალუქვაძე.

კომპანიის თანადამფუძნებელმა „აგროსფეისის“ მიმდინარე სიახლეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული მარწყვი ერთ-ერთი ქართული სუპერმარკეტის დახლზე უკვე გამოჩნდა და უახლოეს პერიოდში სხვა ქსელებშიც შევა.

„წლის განმავლობაში, დაახლოებით, 90 ტონა მარწყვის მოსავალს ველით. აქედან 60 პროცენტი ექსპორტზე გავა, დანარჩენი კი - ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება“, - განმარტა „აგროსფეისის” თანადამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაფართოებასაც გეგმავს. მარწყვის მწარმოებელი კომპანია, ამჟამად, ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკებების პროცესშია. მათ შორის, განიხილება განვითარების მიმართულებები და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები.

ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022