ბიზნესი
08/09/2021
"აგროსერვის ცენტრი" აუქციონზე ₾13.8 მლნ-ად იყიდება
„აგროსერვის ცენტრი“ იყიდება. აუქციონზე კომპანიის 100%-იანი წილის საწყისი ფასი 13.8 მლნ ლარია, ვაჭრობის „ბიჯი“ 100 000 ლარს შეადგენს.
კომპანია ფლობს 7.6 მლნ ლარად შეფასებულ 7 სერვისცენტრს, 60 ტრაქტორს და 500 იმპლემენტს.
კომპანიის სერვისცენტრები მდებარეობს: სამტრედიაში, გურჯაანში, ბოლნისში, ახალციხეში, ამბროლაურში, კასპსა და ოზურგეთში.
60 ტრაქტორის საბალანსო ღირებულება 2,825,966 ლარია, ხოლო 500 იმპლემენტის საბალანსო ღირებულება 3,213,924 ლარია.
აუქციონი 6 ოქტომბერს დასრულდება.