ბიზნესი
17/06/2022

"აგრო კულტურა +" ორგანული ჩაის ევროპაში და აზიაში ექსპორტს გეგმავს

დასავლეთ საქართველოში იმერეთის რეგიონის სოფელ მანდაეთში ზღვის დონიდან 825 მეტრის სიმაღლეზე ტბასთან ახლოს გაშენებული ტყეებით და მთებით გარშემორტყმული ჩაის ბაღებია, სადაც კომპანია "აგრო კულტურა +"-ს უნიკალური არომატისა და მდიდარი გემოს მქონე საკუთარი ორგანული ჩაი მოჰყავს.

ჩაის არომატი და გემო მხოლოდ საქართველოს მთაში მოყვანილ ჩაის ახასიათებს, რადგან რეგიონის მკაცრი კლიმატი სერიოზულ უპირატესობას ქმნის. ცივი ზამთარი ჩაის ბუჩქებს დაავადებებისგან ბუნებრივად იცავს, რის შედეგადაც ამ ადგილზე მთელს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის მოყვანა ხდება.

"პირველივე დღიდან "აგრო კულტურა+"-ს მიზანს მაღალი ხარისხის და მდიდარი გემოვნების მქონე ჩაის წარმოება წარმოადგენდა, რის გამოც კომპანიამ უარი თქვა პესტიციდების გამოყენებაზე და მთელი სამუშაო პროცესის ხელით წარმოება გადაწყვიტა. ადამიანი შინაგანად უკეთ გრძნობ თავს როდესაც იცი, რომ ის რასაც აწარმოებ არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს და რომ ეს ჯანსაღი პროდუქციაა, - ამბობს "აგრო კულტურა+"-ის დამფუძნებელი გიგა კიპაროიძე.

მისივე თმქით, კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს ადგილობრივ დონეზე სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში და ასევე მთიან რეგიონებში არსებული სოფლებიდან მიგრაციის შემცირების საქმეში.

დღესდღეისობით "აგრო კულტურა+"-ის ჩაის პლანტაციაში 10 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩაის მთელი წლის მანძილზე აწარმოებენ. ზაფხულში ჩაის კრეფაზე 25 ადამიანი (ძირითადად ქალები) არის დასაქმებული. თანამშრომლების მეშვეობით კომპანია 2022 წლის სექტემბერში 4 ტონა ჩაის მოკრეფას გეგმავს.

როგორ კიომპანიაში აცხადებე, ეს "აგრო კულტურა"-ის ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადასაშლელად საკმარისი რაოდენობაა. კომპანია საკუთარი პროდუქციის საქართველოში გაყიდვას და ასევე ევროპაში და აზიაში ექსპორტსაც გეგმავს.

ორგანული ჩაის საწარმო ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით აშენდა. გარდა ამისა, "აგრო კულტურა+"-მა მისი წარმოების გასაზრდელად საჭირო აღჭურვილობა შეიძინა, როგორიცაა როლერი, ჩაის საშრობი და შესაფუთი დანადგარები, ასევე საწარმოომ ბიო სერტიფიცირებისთვის ნაწილობრივი სუბსიდირებაც მიიღო.

"დონორების მიერ პროექტ GRETA-ს მეშვეობით გაწეულ დახმარებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. პროექტი არამხოლოდ ფინანსურად, არამედ ჩვენი მიზნების განხორციელებაშიც გვეხმარება. შუა გზაში არ გვტოვებენ."– ამბობს გიგა კიპაროიძე.

ცნობისთვის, "აგრო კულტურა+" 2018 წელს დაარსდა როდესაც საქართველოს სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით მიტოვებული ჩაის პლანტაციის აღდგენა მოხდა, ამ პროცესის მიზანს მთის ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის ორგანული ჩაის მოყვანა წარმოადგენდა.

რაც შეეხება პროექტ GRETA–ს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია www.gretaproject.ge

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023