ბიზნესი
04/04/2022

AFD-ის €0.5 მლნ-იანი გრანტი საქართველოს რკინიგზას - რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა

სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) €500 000 ოდენობის გრანტი მიიღო.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში - სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი შემადგენლობისთვის).

AFD-ის რჩევის საფუძველზე, მიმდინარე მიზნების განხორციელების პროცესში შესაბამის უწყებებს კონსულტაციებს ფრანგი მოწვეული ექსპერტი გაუწევს. საკითხზე მუშაობა ივნისამდე დაიწყება და დაახლოებით 12-18 თვე გაგრძელდება.