ბიზნესი
25/11/2020
A.D's BAGS ხელნაკეთი ჩანთების შემდეგ ნაქსოვი ტანისამოსის კოლექციის შექმნას გეგმავს
A.D's BAGS მომხმარებელს ხელნაკეთ ჩანთებს სთავაზობს, რომელსაც ანა დუგლაძე საკუთარი ხელით ქმნის.
„ჩანთების გარდა ვგეგმავ ახლო მომავალში ხელნაკეთი ნაქსოვი ტანისამოსის კოლექციის შექმნას. ყველაფერს ვაკეთებ ჩემით, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. პროდუქციას ონალიან ვყიდით, ჯერ არ მაქვს, თუმცა ვაპირებ საკუთარი მაღაზიის გახსნას. ჩემი პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით. ფასების დიაპაზონი დაახლოებით 30–დან 70–ლარამდე მერყეობს,“– აღნიშნავს ანა დუგლაძე.
ბრენდის დამფუძნებელის თქმით, პანდემიამ ცუდი გავლენა იქონია და გაყიდვები დაახლოებით 30%–ით შემცირდა, თუმცა A.D's BAGS–ი გაუმკლავდა ამ გამოწვევებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.