
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ნატურალური სასმელი "კომბუჩას" საწარმო იხსნება
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ იხსნება.
სასმელი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება, ის სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიიღება, ბუნებრივად გაზიანი და ჯანსაღი პროდუქტია.
საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
„კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის „საპარტნიორო ფონდისა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა.
2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. პროექტების განხორციელებაში ₾1,5 მლნ-ზე მეტია ინვესტირებული.