ბიზნესი
30/07/2021

"აჭარა ტრეიდინგ გრუპმა" პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში კომპანიამ „აჭარა ტრეიდინგ გრუპი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო.

საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 000 ლარია, აქედან 170 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.

„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა;  სწორედ ამ საწარმოში, მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები,  რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“,  - განაცხადა სოფლის განვითარების საგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი  პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ  ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.

„სოფლად შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დახმარებით, საქართველო შეძლებს შესაბამისი რეფორმების გატარებას და მომავლის სოფლის აშენებას, სადაც ადამიანები სწავლის, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022