ბიზნესი
18/03/2020

აჭარა ტექსტილი პირბადეების წარმოებას იწყებს

სამკერვალო ფაბრიკა აჭარა ტექსტილი პირბადეების წარმოებას იწყებს.

კომპანიის ფინანსური დირექტორის განმარტებით, ნიმუშები უკვე დამზადებულია და კომპანიის გადაწყვეტილებით, პროდუქცია ბაზარს უსასყიდლოდ მიეწოდება.

იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკის სამინისტრო მისთვის მიწოდებულ საცდელ ვარიანტს მოიწონებს, კომპანია პროდუქციის გამოშვებას დაიწყებს. პირველ ეტაპზე 500 ათასი პირბადის დამზადებაა დაგეგმილი.

პირბადეების წარმოება აჭარა ტექსტილის საკუთრებაში არსებულ სამ საწარმოში დაიწყება.

Businesspartner