აჭარა ჯგუფი აგრო და სტუმარმასპინძლობის პროექტებში განახლებად ენერგიას დანერგავს
აჭარა ჯგუფი სტუმარმასპინძლობისა და აგროპროექტებში განახლებადი ენერგიის განვითარებას გეგმავს.
კომპანიამ ამ მიზნით USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ერთობლივი ძალებით შეუწყობენ ხელს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის წინსვლას.
„აჭარა ჯგუფი, წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობისა და სტუმარმასპინძლობის პროექტებისთვის განახლებადი ენერგიის განვითარებაზე მუშაობს. ინიციატივა მნიშვნელოვნად გააძლიერებს აჭარა ჯგუფის პროექტების ენერგოეფექტურობას და დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე. მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ ახალ პარტნიორობას USAID-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გავაძლიერებთ კომპანიის შესაძლებლობებს მზისა და ბიომასის ენერგიის გამომუშავებაში. თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აჭარა ჯგუფის მდგრადი განვითარების ინიციატივების განხორციელებას,“ - განაცხადა აჭარა ჯგუფის კოლექტივ-დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილი.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მიდგომა საკითხისადმი, წაახალისებს კრეატიულ გაერთიანებებს და კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, რათა საქართველომ შეძლოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს აღმოცენებად კერძო სექტორთან მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სექტორებში რომელიც ასევე მოიცავს ენერგო უსაფრთხოებას,“ - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.