ბიზნესი
04/01/2023

"ააპლასტი" მზის ენერგიაზე გადადის - ქვეყანაში ბიოპროდუქტები შესაძლოა გაიაფდეს

2023 წლიდან საქართველოში წარმოებული ბიოპროდუქტები, შესაძლოა, გაიაფდეს. პროდუქციაზე არსებული ფასების შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო შემცირების მიზნით, ქვეყანაში ბიოპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, საწარმოში მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებაზე მუშაობს.

„ააპლასტი“ აღნიშნულ პროექტს EBRD-ისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ იაფი ელექტროენერგიის გამომუშავებით, ისინი შეძლებენ დაზოგონ ელექტროენერგიაში გადასახდელი ხარჯები, რაც საბოლოოდ, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასებზე დადებითად აისახება.

როგორც „ააპლასტში“ განმარტავენ, საწარმოს ტერიტორიაზე მზის პანელების დამონტაჟება იანვრის ბოლოს დასრულდება, მისი ამოქმედება კი თებერვლის დასაწყისში განიხილება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.

„მზის პანელების დამონტაჟებით, 625 ათას კილოვატ საათ ელექტროენერგიას დავზოგავთ წლის განმავლობაში, ეს დაახლოებით 200 ათას ლარამდე შეღავათს მოუტანს საწარმოს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იმოქმედებს პროდუქციის ფასებზე, რომელსაც „ააპლასტი“ აწარმოებს. დღეს კომპანია, დაახლოებით, 20 ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში იხდის ელექტროენერგიის გადასახადს. ამიტომ, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად ბიზნესექტორისთვის საინტერესოა ახალი, ინოვაციური, იაფი ელექტოენერგია, რადგან ეს მათ დაუზოგავს ხარჯებს“, - აცხადებს „ააპლასტის“ იურისტი მელიტა ტყაბლაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ააპლასტი“ ფართოვდება და ქარხანას ახალ საწარმოო ხაზებსაც ამატებს. კერძოდ, კომპანია პოლიეთილენის მილების, სარწყავი სისტემების წარმოებასაც იწყებს.

ამჟამად, „ააპლასტის“ მიერ 150-ამდე სახეობის სხვადასხვა სახის ბიო და პოლიეთილენის პროდუქტი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მეზობელ სომხეთში ხდება. გარდა ამისა, 2023 წლის განმავლობაში, პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროპის ქვეყნებშიც განიხილება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022