83 ღვინიდან 6 ექსპორტზე ვერ გავა - ნიმუშები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას.
საინსპექციო კონტროლი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 14 კომპანიაში, სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.
რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია. 2585 ნიმუშიდან დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად - 140.
"ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს", - ღვინის ეროვნულ სააგენტოში.