ბიზნესი
28/06/2022

5G ქსელის დანერგვის ლიცენზიის საწყისი ღირებულება დაახლოებით ₾1,5 მლნ იქნება

5G სიხშირული რესურსის საწყისი ღირებულება დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იქნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განუცხადა, კომისია 5G სიხშირულ რესურსზე აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება.

აუქციონი წლის ბოლოსთვის გამოცხადდება. განსაზღვრულია ლოტის საწყისი ფასებიც - ერთი პაკეტური ლოტის საშუალო ღირებულება 6 მილიონი ლარია, თუმცა, ვინაიდან კომისია 5G სიხშირული რესურსის 80%-მდე ფასდაკლებით გამოიტანას გეგმავს, სავარაუდო საწყისი თანხა მილიონ ნახევარი ლარი იქნება.

„ეს არათუ ევროპაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია და იმედი გვაქვს რომ ამ მიმართულებით ინვესტიციებს წაახალისებს. ფასდაკლება ყველა მონაწილისთვის თანაბარი იქნება. არის დაინტერესება ჩვენი ოპერატორებისგან, არის კითხვებიც. ჯერ კიდევ ვმუშაობთ და ღიაა საკითხები, თუმცა, მთლიანობაში ჩანს, რომ დაინტერესება იქნება“ - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022