ბიზნესი
20/10/2021

$50 მლნ-ის ინვესტიცია ჯანდაცვის სექტორში – თბილისში "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" იხსნება

დღეს თბილისში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იხსნება.როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა.

პროექტის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. პროექტს გააჩნია ამბიცია – საქართველოსა და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. 183-საწოლიანი ჰოსპიტალი 25 000 მ2-ზეა გაშენებული,“- აცხადებენ ჰოსპიტალში.

მათივე განცხადებით,  სამედიცინო დაწესებულება უშანგი ჩხეიძის ქ.17-შია განთავსებული.

 

jandacva.ge

Businesspartner