ბიზნესი
11/08/2020

“5 ქვეყანაში გაგვქონდა ღვინო, პანდემიის გამო 1 ბოთლიც არ გაგვიყიდია“ – “შალოშვილის მარანი“

პანდემიის პერიოდში, უცხოელი ტურისტების ნაკლებობამ ბევრი ბიზნესი დააზარალა. ერთ-ერთი ასეთია კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე „შალოშვილის მარანი“, სადაც მარნისა და სადეგუსტაციო სივრცის გარდა, 22 ნომრიანი სასტუმრო, აუზი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

„შალოშვილის მარანის“ დამფუძნებელი ალექსი შალოშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმრო ფაქტობრივად გაჩერებულია და კვირაში მხოლოდ 1–2 ნომერი იტვირთება. ამის გამო  მას პერსონალისთვის ხელფასის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს.

„სესხები წლის ბოლომდეა დასაფარი, ჩვენ კი ვიზიტორები ფაქტობრივად არ გვყავს. საოცარი სადეგუსტაციო სივრცე მოვაწყვეთ, ვცდილობდით ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყო, უფრო მეტი სერვისი შეგვეთავაზებინა დამსვენებლისთვის, მაგრამ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა“, - აცხადებს  ალექსი შალოშვილი.

მარანში ძირითადად ოთხი სახეობის ღვინოს აყენებენ, ესენია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე და ქისი. როგორც შალოშვილი აღნიშნავს, პანდემია ღვინის ექსპორტზეც უარყოფითად აისახა.

„16 ჰექტარ ვენახს ვფლობთ და ღვინოს ჩვენსავე მარანში ვაყენებთ. გვაქვს ქვევრის ღვინო, ასევე ვასხამთ ბოთლებში და გაგვაქვს რამდენიმე ქვეყანაში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთში და სხვა. თუმცა, პანდემიის გამო იანვარში გასაგზავნი ტვირთი ჯერ კიდევ არ გაგვიშვია. ერთადერთი იმედი ახლა კარგი მოსავალია, რადგან როდის დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს და როდის იმუშავებს სასტუმრო სრული დატვირთვით არ ვიცით“, – აღნიშნავს ალექსი  შალოშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022