ბიზნესი
17/09/2021

3175 ლარიანი ყელსაბამი 1 კვირაში გაიყიდა - SWAROVSKI

საივულერიო ბრენდი SWAROVSKI-ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში და მისი ბრენდ მენეჯერი ნინო ფრანგულაშვილი პანდემიის შედეგად არსებულ ვითარებაზე, რებრენდიგის შედეგსა და ტენდენციებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბრენდი და კომპანიის სათაო ოფისი რებრენდინგის შედეგად, პრემიუმ სეგმენტიდან ლაქშერი სეგმენტზე გადავიდა, ეს რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზეც აისახა.

„გაიზარდა კრისტალების რაოდენობა, გლობალურ ოფისში შეიცვალა ხელმძღვანელიც, შედეგად, განახლდა კოლექცია, ოქტომბერში ისევ ახალი კოლექცია იქნება წარმოდგენილი. დარჩა საბაზისო სამკაულები, შედარებით დაბალი ფასით, რაც ისედაც გვქონდა და ბესტსელერები იყო,“ - აცხადებს ფრანგულაშვილი.

რაც შეეხება საფასო დიაპაზონს, SWAROVSKI-ში ლაქშერი მიმართულებაზე ოქროს სამკაულის ფასი 475-3175 ლარში მერყეობს. შედარებით ბიუჯეტური პროდუქციის ფასები კი 291 ლარიდან იწყება.

ფრანგულაიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი მომხმარებელი  უპირატესობას უფრო ბიუჯეტურ პროდუქციას ანიჭებს, ლაქშერი სეგმენტის მომხმარებელი კი უფრო უცხოელი ტურისტია.  

კითხვაზე, იმ დროს, როდესაც მსოფლიოში პანდემიის შედეგად ძალიან ბევრ ბიზნეს კომპანიას გაყიდვების პრობლემა დაუდგა, მოხდა ფასების გადახედვაც, რატომ დაამატა SWAROVSKI-მ ლაქშერი მიმართულება, შესაბამისად, როგორია გაყიდვები საქართველოში, ფრანგულაშვილი განმარტავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, პანდემია ლაქშერი სეგმენტში გაყიდვებზე უარყოფითად არ ასახულა.

„საქართველოშიც კი მაღალფასიანი პროდუქცია საკმაოდ გაყიდვადია. მაგალითად, ყველაზე ძვირადღირებული 3175 ლარიანი ყელსაბამი შემოტანიდან 1 კვირაში  გაიყიდა. ვიზიტორების მატება ჩვენს საქმიანობაზე საკმაოდ დადებითად აისახება. სეგმენტურად, ტურისტი ძალიან მხარჯველია,“ - აცხადებს ფრანგულაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საზღვრების გახსნა კომპანიის შემოსავლებზე დადებითად აიასახა, უფრო მეტიც, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტურია.

SWAROVSKI–ს პარტნიორი მაღაზია საქართველოში 10 წელზე მეტია არსებობს და თბილისში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. სამკაულების გარდა, მაღაზიაში სხვადასხვა აქსესუარები, საათები, დეკორატიული ფიგურების შეძენაა შესაძლებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020