ბიზნესი
08/09/2021

2022 წელს საქართველოში Outlet Village გაიხსნება

საქართველოში “აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1 წელში გაიხსნება. ის მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე ტურისტებს. 
 
“აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც, მშნებელობის დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად სიმბოლური კაფსულა ჩადო. 
 
მისი თქმით, პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 70 მლნ ლარია, კომპანია „დომუსი“ ახორციელებს.
 
„70 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, 2 000 ადამიანი დასაქმდება. პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდის და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“.
 
ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ-კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია.
 
მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება.
 
მოგეხსენებათ, 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული ქვეყანაში. პანდემიამ, ბუნებრივია, დააზარალა ტურიზმის სექტორიც, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა, გვაქვს12%-იანი ზრდა და ის სიგნალები და იმპულსები, რაც ბიზნესისგან მომდინარეობს, ძალიან საიმედოა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020