ბიზნესი
17/12/2021

"2019 წელთან შედარებით, დეკემბერში უძრავი ქონების ტრანზაქციები გაორმაგდა და 145% შეადგინა"

TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, ნოემბრის თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და 2019 წელთან შედარებით, 34% შეადგინა.

აღსანიშმნავია, რომ  1-9 დეკემბრის პერიოდში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 145% შეადგინა.

ხოლო, 1-12 დეკემბრის პერიოდში, იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ გადაინაცვლა უარყოფით ნიშნულზე.