2 წლიანი პაუზის შემდეგ რესტორანი "11 კათხა" იხსნება
რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რესტორანი თითქმის ორი წლიანი პაუზის შემდეგ იხსნება.
მისი ინფორმაციით, ობიექტი რამდენიმე დღეში, იგივე მისამართზე (პუშკინის ქუჩა) განაახლებს მუშაობას.
„რესტორანი ტურისტულად აქტიურ ქუჩაზეა და შემოსავლების ძირითადი ნაწილი უცხოელი ტურისტებიდან მიღებული თანხებზე მოდიოდა, იმ პირობებში, კი როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ იყვნენ, რესტორნის გახსნა არ ღირდა.
ახლა სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, აქტივობაც შეინიშნება და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს მენიუს დავამატეთ ორიგინალური კერძები რაც ვფიქრობ, მომხმარებლისთვის საკმაოდ მისაღები აღმოჩნდება ,“-აცხადებს ტრაპაიძე.
ტრაპაიძე მომსახურე პერსონალის დეფიციტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლების აყვანა საკმაოდ დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება იმას, თუ რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა რესტორნის ხელახალი გახსნისთვის, ტრაპაიძე აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალურია.