ბიზნესი
12/10/2021

16 ქართული კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში Anuga მონაწილეობს

16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2021-ში იღებენ მონაწილეობას.

ქართული დელეგაცია გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, მათ, შორის თხილეული, ხილის პროდუქტის, ბოსტნეული და ხილის ნატურალური წვენები, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტები.

გამოფენა ტრადიციულად გერმანიაში, ქალაქ კიოლნში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი და 74 00-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. გამოფენის მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობს.

გამოფენა Anuga 2021-ზე საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპაანიას გამოფენაში მონაწილეობის ხარჯები დაუფინანსდა და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერები დამზადდა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით.

 

Businesspartner