ბიზნესი
16/07/2021

100%-ზე მეტი - ქართული აფთიაქების მოგების მარჟა ევროკავშირის ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება

მედიკამენტების ფასები მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და აფთიაქების მოგების მარჟა, ხშირად 100%-ზე მეტიც კი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ზღვარს, - ასეთია საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის მიერ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის შედეგი.

დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებული ხარვეზები და აღნიშნულია, რომ ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

კვლევა მიუთითებს, რომ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართული ოფისის მიხედვით, მედიკამენტებზე ჯიბიდან მაღალი ხარჯვა ასევე უკავშირდება ფასების რეგულირების ნაკლებობას, ექიმების მიერ ბრენდული წამლების ხშირ რეკომენდირებას და საცალო აფთიაქებში დაბალი ღირებულების გენერიკების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების რაოდენობის, ეროვნული ვალუტის დევალვაციის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურად მუშაობის გათვალისწინებით, კვლევის შედეგებს ლოგიკურს და მოსალოდნელს უწოდებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022